ქართული ბლოგინგის დღეები 2011

გუშინ დაღლ-დაქანცული დავბრუნდი კვარიათიდან, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით 17-იდან 19 ივნისამდე მიმდინარეობდა ქართული ბლოგინგის დღეები 2011. განრიგი ასეთი იყო:

პარასკევი

09:00 – 09:30- შეკრება, გამგზავრება
09:30 – 16:30 – გზა.
16:30 – 17:30 – დაბინავება
18:00 – 19:00 სადილი
19:00 – 20:00 შეხვედრა, გაცნობა, განახლებული სარფის საბაჟოს დათვალიერება.
20:00 -თავისუფალი დრო

შაბათი

08:30- 09:30 – საუზმე
10:00 – 12:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია.
12:00 12-30 – შესვენება
12:30 – 14:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია (გაგრძელება)
14:00 – 15:00 – სადილი
15:00 – 16:00 – შეჯამება / სიგელების გადაცემის ცერემონია.
16:00 – 18:00 – თავისუფალი დრო
18:30 – 19:30 ბათუმში გამგზავრება
19:30 – ავტობუსთან შეკრება ძველ ბულვარში, იუსტიციის სახლთან გამგზავრება
20:00 – 21:00 იუსტიციის სახლის პრეზენტაცია
21:00 – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან შეხვედრა (ვახშამი აჭარის მთავრობის სახელით)

კვირა

08:30 – 9:30 – საუზმე
9:30 – გამგზავრება მაღალმთიან აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია, ფოლკლორული ტრადიციები, უნიკალური ბუნება (სადილი რესტორანში)
17:00 – თბილისში გამგზავრება.

მიუხედავად გაწერილი გრაფიკისა რამდენიმე ბლოგერმა და მათ შორის მეც ვერ მოვახერხეთ 17-ში დილით გამგზავრება, ამიტომ ჩვენთვის გამოიყო დამატებითი სამარშუტო ტაქსი. საღამოს 8 საათზე დავიძარით კვარიათისკენ. გზა საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, რადგან ძალიან ბევრჯერ გავჩერდით ჩვენი თუ მძღოლის მიზეზის გამო. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, დანიშნულ პუნქტზე 4 საათზე ჩავედით.

ადვილი მისახვედრია, რომ მთელი პარასკევის გეგმები გავმაზე(თ). ამ დღის ერთ-ერთი მთავარი შენადგენელი ნაწილი კი სარფის ახალი საბაჟოს დათვალიერება იყო. რადგანაც იქ არ გახლიდით, შეუძლებელია მისი განხივლვა დავწერო, თუმც შეგიძლიათ ლიტერატორის პოსტი ნახოთ ამის შესახებ.

გამთენიას ჩასულს და მთელი გზის უძინარს ძილი მერეოდა, მომერში ავედი თუ არა იმწამსვე ჩამეძინა. მეორე დღე საუზმით დაიწყო, შემდეგ კი დაგეგმილი კონფერენცია მოჰყვა, რომელზეც სათითაოდ ყველა ბლოგერმა ჩვენი თემების პრეზენტაცია წარვადგინეთ. საბოლოოდ კი ყველამ სიგელები მივიღეთ. თუ ვინმეს გაინტერესებთ ჩემი პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Scribd.com - GBD: Head

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ თავისუფალი დრო გვქონდა, რის შემდეგაც ბათუმში ახლად აშენებული იუსტიციის სახლს უნდა დაგვეთვალიერებინა. შესვენებისას მე და ერთ-ერთ ბლოგერს ჩაგვეძინა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს არავინ არ დაგვირეკა და ჩვენს გარეშე წავიდნენ, ამიტომ ესეც გავმაზე(თ). მიუხედავად ამისა ჩვენთვის გამოაგზავნეს მანქანა და დაგეგმილი ვახშამზე წაგვიყვანეს.

ამასობაში მოვიდა კვირა. ჩვენი გეგმები შემდეგი იყო: მაღალმთიან აჟარაში გამგზავრება, მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია, სადილი რესტორანში და თბილისში გამომგზავრება. საქმე ის არის, რომ წინა დღეს წვიმდა და მაღალთიან აჭარაში წასვლა თითქმის არცერთ ბლოგერს არ სურდა. მიუხედავად ბევრი წუწუნისა ყველას წასწვლა მოუწია, გარდა ჩემი და კიდევ ორი ბლოგერისა. არ ვიცი დანარჩენება რა ქნეს იქ, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, რომ ჩვენ ბათუმში ჩავედით, გავიარეთ ლიტერატურულ კაფეში, ბულვარში, etc. და 6 საათისთვის თბილისისკენ გამოვემგზავრეთ.

როგორც ვიცოდით რიკოთი დაკეტილი იყო და შემოვლითი გზით უნდა წამოვსულიყავით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შემოვილითი გზით წამოსვლისას შეგხვდა აბრა, რომელიც მიანიშნებდა რომ კიდევ ერთი შემოვლითი გზით უნდა წამოვსულიყავით. ფაქტობრივად შემოვლითი გზის შემოვლითი გზით წამოვედით. ასე თუ ისე ჩვენ თბილისში 12 საათზე ჩამოვედით. ამავროულად საინტერესოა რა ქნეს დანარჩენა ბლოგერებმა. გზაში მუდამ გვქონდა კონტაქტი და გამოვარკვიეთ, რომ მათ ავტობუსს ბორბალი გაუსკდა, რის გამოც სამტრედიაში გაჩერდნენ საათზე მეტი და 11-ისთვის თბილისისკენ გამოემგზავრნენ, ხოლო დედაქალქაში გამთენიას 7 საათზე ჩამოვიდნენ. აქვე მინდა დაურთო ვიდეო, რომელიც ზურიუსმა გააკეთა: გადარჩენილნი.

ქართული ბლოგინგის დღეები 2011-ის მთლიანი შეჯამება რომ გავაკეთო ჩემი გადმოსახედიდან იყო ნაწილობრივ საიტერესო, თუმც ყველა დაგეგმილი ღონისძიება გავმაზე(თ). რაც ყველაზე მთავარია, გამიხარდა რომ თბილისს მოვშორდი რამდენიმე დღით და ამაში ფული საერთოდ არ დამხარჯვია, თუ არ ჩავთბლით ბოლო დღეს სამარშუტო ტაქსით წამოსვლის გადასახადს, რომლის გადახდაც ნამდვილად ღირდა.

{ კომენტარი }



სოციალური მედია განვითარებისათვის

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე შევნიშნე ნოტიფიკაცია სახელად კონკურსი სოციალური მედია განვითარებისათვის. დამაინტერესა იმდენად რამდენადაც, ბოლო დროის განმავლობაში ზოგადად სოციალურ მედიაში ბევრ საინტერესო შესაძლებლობებს და საინტერესო ფუნქციებს ვპოულობ.

გადავწყვიტე გავცნობოდო კონკურსს და ჩემი შესაძლებლობებიც მომესნჯა. გადავიკითხე პირობები და გავარკვიე, რომ კონკურსს აწყობს სოციალური მედიის კვლევების და განვითარების ფონდი, კონკურსის შინაარსი კი იყო 27 მაისიდან 10 ივნისამდე მონაწილეს უნდა დაეწერა 1 ან 2 გვერდიანი პროექტი, რომელიციც არჩეული იქნება მათი მოცემული 12 სათაურიდან, ესენია:

  • სოციალური მედია და დასაქმება
  • სოციალური მედია წიგნიერების ამაღლებისთვის
  • სოციალური მედია, როგორც ფულის შოვნის საშუალება
  • სოციალური მედია მთავრობაში
  • სოციალური მედია საზოგადოებრივი პრობლემების დაძლევის სამსახურში (ნარკომანია, ძალადობა… და ა.შ)
  • სოციალური მედია სიტყვის თავისუფლების განვითარებისთვის
  • სოციალური მედია საზოგადოებაში ტოლერანტობის ამაღლებისთვის
  • სოციალური მედია საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის
  • სოციალური მედია ტურიზმის განვითარებისთვის
  • სოციალური მედია პოლიტიკური კულტურის ამაღლებისათვის(მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლება
  • სოციალური მედია ქვეყანაში მომსახურების გაუმჯობესებისათვის
  • სოციალური მედია ტრადიციების შენარჩუნებისათვის
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას, ვისაც მოქმედი ბლოგი აქვს. შერჩეული 20 პროექტის ავტორი კი მიწვებული იქნებიან ექსპერტებთან ერთად გასვლით 2 დღიან კონფერენციაზე ზღვის სანაპიროზე, სადაც იდეების ავტორი ბლოგერები ექსპერტების მხრიდან პროფესიულ რჩევებს მიიღებენ და მოხდება აღნიშნული პროექტების ავტორების მხრიდან განხორციელების სტრატეგიის დასახვა. ღონისძიების ფარგლებში ასევე სოციალური მედიის და ბლოგინგის განვითარების სხვა საკითხების განხილვა განხორციელდება.

    მოკლედ დავუბრუნდეთ ჩემს თემას. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე მეორე თემაზე (სოციალური მედია და დასაქმება) დამეწერა, რადგან ვფიქრობ დასაქმების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია დღევანდელ საქართველოში. მოვიძიე ინფორმაცია და გამოვარკვიე, რომ მოსახლეობის 60-65% უმუშევარია; რამაც უფრო დამარწმუნა, რომ სწორი თემა ავირჩიე. ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ დავწერე დაახლოებით ორ გვერდიანი თემა, რომელსაც ამ პოსტის შემდეგ გავუგზავნი მათ და დიდი იმედი მაქვს, რომ ოცეულში მოვხვდები.

    აქვე მინდა ავღნიშნო, რომ 30 ივნისის მომდევნო შაბათს უკვე მეორედ საქართველოში გაიმართება სოციალური მედიის დღე, როემლზე დასწრებაც ყველას შეეძლება. მართალია ჯერ გადაწყვეტილი არ არის სად და როგორ ჩატარდება ეს ივენთი, თუმცა გავიგებთ Facebook-ის მეშვებოთ და ასევე მეც მოგაწვდით აღნიშნულ ინფორმაციას.

    Update: ხვალ მივდივართ!

    { კომენტარი }



    Chromebook

    15 ივნისს Google უშვებს Chromebook-ს. ერთი შეხედვით ის ლეპტოპს გავს, თუმცა არ არის. ალბათ ყველას გაუჩინდება კითხვა "აბა რა არის?", რა არის და ინტერნეტი. დიახ, დიახ ის ინტერნეტია. Chromebook-ს არ შეეძლება არაფერი გარდა ვებ-საიტების გახსნისა. ყველაზე საინტერესო და კარგი ის არის, რომ მისი დავირუსება შეუძლებელია, იმდენად რამდენადაც არანაირ OS მასზე ა არ აყენია.

    აქვე ალბათ მეორე კითხვაც ჩნდება "სად შეინახება ფაილები, თუ მე მათი გადმოწერა მინდა?", სად და ინტერნეტში. სიმართლე რომ გითხრათ ჯერ მეც არ ვიცი ზუსტად ეს როგორ და რანაირად მოხდება, თუმცა ფაქტია რომ ვიდეო-რეკლამიდან ასე ჩანს.

    აქვე გეტყვით, რომ Chromebook-ის ერთი ვერსია უკვე გამოსულია 2010 წლის დეკემბერში და ის თავად Google-მა გამოუშვა, ხოლოდ 15 ივნისს გამოსულ ვერსას გამოუშვებს ორი სხვადასხვა კომპანია, სამსუნგი და ეისერი.

    დამატებითი ინფოსთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, ან ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.google.com/chromebook

    { კომენტარი }



    FB-ს ინტეგრირება WP-ში


    მინდა გითხრათ, რომ FB-ის Open Graph პროტოკოლი საშუალებას გვაძლებს გავუზიაროთ თქვენი ბლოგი (თუ უბრალოდ ნებისმიერი ტიპის ვებ-გვერდი) როგორც მუდმივ მის მუდმივ მკითხველას, ასევე მათ მეგობრებს Facebook-ზე. საქმე ის არის, რომ როდესაც მკითხველი დაალაიქბს თქვენს პოსტს ის გამოჩნდება მისი გვერდის ვოლზე, რაც ზრდის იმის ალბათას რომ მისი რომელიმე მეგობარი, ან მეგობრები, გადმოვლენ ამ ლინკზე, ეს კი თქვენს ტრაფიკს გაზრდის.
    Continue reading “FB-ს ინტეგრირება WP-ში” »

    { კომენტარი }